|
2016-08-18 15:08:25, 1804 ნახვა
სპორტი
ელისაშვილი: ეს ხეები მარტო ნატა ფერაძეს და ელისაშვილს კი არა, თითოეულ თქვენგანს დააკლდა
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეების თემას სოციალურ ქსელ „ფესიბუქში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყოველივე ხალხის პასიურობის გამო ხდება. ალეკო ელისაშვილი ხალხს მოუწოდებს, რომ დღეს 8 საათზე მერიასთან გასამართ აქციაზე მივიდნენ და ერთი საათი უკეთესი ქალაქის არსებობას მიუძღვნენა. „1. ნატა ფერაძე შიმშილობს 2. ქალაქის სამარცვხვინო მერი, მილიონხეს რომ რგავს აი, ის კაცი უზარმაზარი ჯანსაღი ხეების მოჭრას არც იმჩნევს 3. გამწვანების სამსახურის უპასუხისმგებლო და დამნაშავე ხელმძღვანელი ისევ არხეინად ზის კაბინეტში 4. არამზადა "ექსპერტი" ვინც ხეების ზეხმელობაზე დასკვნა დაწერა - ვინმე აფციაური უმსგასობაში მიღებულ ფულებს ითვლის ამ ყველაფერს ბედავენ ეს ჩანჩურები მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი არის პასიური. მხოლოდ იმიტომ რომ გუშინ მერიასთან აქციაზე ათიკინკილა ადამიანი მოვიდა. ეს ყველაფერი შეიცვლება და ამ ხალხს პასუხს ჯეროვნად ვაგებინებთ თუ დღეს საღამოს 8 საათზე მოხვალთ მერიასთან. თუ მოეშვებით მხოლოდ კლავიატურასთან ორთქლის გამოშვებას და ფილოსოფოსობას და შევიკრიბოთ დღეს ბევრნი, ძალიან ბევრნი. ის ხეები მარტო ნატა ფერაძეს და ელისაშვილს არ დაკლებია, თითოეულ თქვენგანს დააკლდა. თქვენ და თქვენს ბავშვებს. ასე რომ არ დაიზაროთ და ერთი საათი დაუთმეთ უკეთეს ქალაქს, უკეთეს გარემოს, უკეთეს ჰაერს - თქვენ თავსა და თქვენი ბავშვების მომავალს. მოდით დღეს მერიასთან 8 -ზე შარტავას ქუჩაზე. პასუხი ვაგებინოთ უმსგავსო ჩინოვნიკებს და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი გარემოსთვის“, - აცხადებს ელისაშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)