09:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 22:19:35, 860 ნახვა

საზოგადოება
ზღვაში დაკარგული 2 ქართველი სამხედრო, ამ დრომდე ვერ იპოვეს - მათი ძებნის პროცესი შეწყდა

შავ ზღვაში 2 ქართველი სამხედროს, გიორგი ნანიტაშვილისა და იაგო შარაძის, ძებნის პროცესი შეწყდა. 

სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი დაბალი ხილვადობაა. სამაშველო ღონისძიებები დილის 7 საათიდან განახლდება. 

დაკარგული სამხედროების მშობლები თავდაცვის უწყებას დაუდევრობაში ადანაშაულებენ, რადგან წვრთნების დროს აჭარის სანაპიროზე შტორმი იყო.

თავდაცვის მინისტრმა გონიოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და დამნაშავეების ან დამნაშავის არსებობის შემთხვევაში სასჯელის ზომაც განისაზღვრება. სამხედრო პოლიციაში ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. 

სამძებრო სამუშაოებში ქართველ სპეციალისტებს ამერიკელი სამხედროები და თურქი სპეციალისტები ეხმარებიან.

დღეს ადგილზე საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო ძებნის ოპერაციას. 

ცნობისთვის, 24 საათზე მეტია, რაც შავ ზღვაში 2 ქართველი სამხედრო დაიკარგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics