|
2016-08-17 17:23:51, 763 ნახვა
პოლიტიკა
ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილი და გია ვოლსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილი და გია ვოლსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მიზეზი 15 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე, რომელზეც ქვეყნის კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი უნდა განეხილათ, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების არ გამოცხადება გახდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს მოუწოდა, თუ დასწრებას ვერ ახერხებენ, წინასწარ შეატყობინონ: ”მინდა, გთხოვოთ ყველას, მესმის, რომ დაძაბული პოლიტიკური სეზონია, ბატონ გია ვოლსკისთან რამოდენიმე დღით ადრე ამიტომ მქონდა საუბარი. გთხოვთ, როგორც მე ვცდილობ, რომ წინასწარ შეგატყობინოთ ბიუროს თაობაზე, მეც წინასწარ ჩამაყენეთ საქმის კურსში, თუ რაიმე პრობლემაა",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. "თქვენ ისე გამოგყავთ, თითქოს მე უმრავლესობის წევრების ვერ მოსვლას ორგანიზება გავუკეთე",-უპასუხა გია ვოლსკიმ. "მე არაფერი არ გამომყავს, ის გამომყავს ერთადერთი, რომ გთხოვეთ, ნუ ჩავაყენებთ ერთამენთს უხერხულ მდგომარეობაში, მაშინ, როცა ზომები წინასწარ გვაქვს ხოლმე მიღებული",-მიმართა დავით უსუფაშვილმა ვოლსკის. "ანუ, ვინ იქნება, ვინ არა ყველასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია? ჩემთან დაკავშირებით ვთქვი და შენიშვნა, რომ მქონდა გიასთან ლაპარაკი და ამის მიუხედავად არ მქონდა ინფორმაცია, ამას ვერ მივიღებ",-აღნიშნა ვოლსკიმ. "ეგ თქვენი უფლებაა მიიღებთ თუ არა. მე თქვენთანაც ვცდილობდი დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოვახერხე. გასაგებია, ბატონო გია, ხვალ თუ ბიურო დაგვჭირდება, მხოლოდ თქვენ აღარ დაგიკავშირდებით, რადგან აქამდე ასე ვმუშაობდით. გავიგე, ამის შემდეგ ყველა ბიუროს წევრთან ინდივიდუალურად მექნება საუბარი ბიუროს წევრებთან",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. გია ვოლსკიმ კი განმარტა, რომ არ უთქვამს, თითქოს უმრავლესობის მისვლაზე იღებდა პასუხისმგებლობას. "კარგი, აწი მეცოდინება, გია ვოლსკი არ იქნება პასუხისმგებელი უმრავლესობის წევრების ბოუროზე მოსვლის თაობაზე",-მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია "ქართული ოცნების თავმჯდომარეს. შეგახსენებთ, 15 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ ჩატარდა. სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე არ მივიდა საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის მთელი შემადგენლობა.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)