|
2016-08-16 13:13:41, 2713 ნახვა
სპორტი
მელია: ყაველაშვილს დიპლომი არ აქვს და ქვეყნის მართვას განათლება არ სჭირდება?
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მიხელ ყაველაშვილის წარდგენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მელიამ აღნიშნა, ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად უმაღლესი განათლების არ ქონის გამო ვერ დარეგისტრირდა. „გახსოვთ ალბათ ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა უმაღლესი განათლების ( დიპლომის) არქონის გამო. გუშინ კი ყაველაშვილი ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს. გამოდის რომ ფეხბურთის მართვას ჭირდება უმაღლესი განათლება და ქვეყნის მართვას არა...“,-წერს მელია. „ექსპრესნიუსმა“ მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ დღეს დაკავებულია.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)