|
2016-08-16 12:08:48, 1238 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკის ხელშეწყობით, საქართველოში პირველად, პრინტ ფესტივალი LIFE IN STYLE გაიმართება
საქართველოში პირველად, ასოციაცია „არტ კავკასიის" ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE IN STYLE ტარდება. პროექტი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის, (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინო გარვიურა და ა.შ) აღდგენა-ხელშეწყობას ითვალისწინებს. ფესტივალის ფარგლებში 2016 წლის 17 აგვისტოს, ბათუმში, თიბისი გალერეაში, 19:00 საათზე, (ზუბალაშვილის 37) ქართველი არტისტების მიერ, სპეციალურად ამ ტექნოლოგიით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაში მონაწილეობენ: ტატო ახალკაციშვილი, მარი ათანელი, უტა ბექაია, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, კოკა ცხვედიანი, გურამ წიბახაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, გეგა პაქსაშვილი, გელა წულაძე, ილიკო ზაუტაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლარად ტირაჟირება, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, უზრუნველყოფს მის მასიურ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას. ეს ტექნოლოგია მაღალ დონეზე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური კოლექცია. ეს კოლექცია გადატანილი იქნა ტექსტილსა და კერამიკაზე. დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნება წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება. გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება ბათუმის ქუჩებშიც. კოლექცია დაიბეჭდა დიდ ფორმატებზე და ის ინტეგრირებული იქნება ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე: ზღვის სანაპიროზე, კაფეებში, სკვერებში, სახოვრებელ და გასართობ სივრცეებში. ფესტივალი ბათუმში 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. (R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)