|
2016-08-15 16:14:59, 1322 ნახვა
ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფინალისტებისთვის ტრენინგები დაიწყო
„ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ იდეისა და დაფინანსების კონკრეტულ საქმეებად გადაქცევისთვის ასევე საჭიროა სწორი მიწოდება და სწორი პროცესი“- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტექნოპარკში სტუმრობისას განაცხადა, სადაც „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ერთკვირიანი ტრენინგები დაიწყო. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების განაცხადებს აფასებს ჟიური, რომელიც შედგება „სილიკონ ველის“ წარმომადგენელი ექსპერტებისგან. „მათი ძირითადი ამოცანაა, რომ პროექტებში ნახონ ის გლობალური განვითარების პოტენციალი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ახასიათებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტებს თავისი შინაარსით შეუძლიათ, მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაცია და რამდენიმე ათეული მილიონის საინვესტიციო პოტენციალის ან გაყიდვების შექმნა”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)