16:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 11:43:52, 816 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: „ცენტრისტების“ ვიდეოკლიპი საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პარტია „ცენტრისტების“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებელით გავრცელებულ ვიდეოკლიპს ეხმაურება და აცხადებს, რომ დეპუტატების 1/5 საკონსტიტუციო სასამართლოს ”ცენტრისტების” გაუქმების თაობაზე მიმართავს.

„პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების სარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას.ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება.ჩვენთვის რა თქმა უნდა მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები.პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი.ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება - და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას“, - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics