|
2015-03-08 14:02:57, 5778 ნახვა
Lifestyle
დევნილთა სამინისტროს ხელშეწყობით, 6 დევნილი სტუდენტის სწავლას ქართველი ბიზნესმენები დააფინანსებენ
დევნილთა და განსახლების სამინისტროში დღეს შეხვედრა შედგა, რომელზეც მინისტრმა სოზარ სუბარმა ახალი ინიციატივა გააჟღერა. ქართველი ბიზნესმენების ხელშეწყობით, 6 დევნილი სტუდენტის სწავლა დაფინანსდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროდან აცნობეს. სუბარის განცხადებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა დღევანდელი პრიორიტეტია, განათლებისათვის ხელშეწყობა კი, სამომავლო და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან, სუბარმა მადლობა გადაუხადა „გორმედისა“ და „ავერსის“ ხელმძღვანელებს სამინისტროს ინიციატივის გაზიარებისა და დევნილი სტუდენტების მხარდაჭერისთვის. „გორმედის“ ხელმძღვანელმა გია სვანიძემ აღნიშნა, რომ მათ მემორანდუმი აქვთ გაფორმებული დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან და ამ ფარგლებში არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა დევნილთა დასახმარებლად, თუმცა, ბოლო ინიციატივა ჩვენთვის საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება და ამდენად, მნიშვნელოვანია. „ავერსის“ ხელმძღვანელმა პაატა კურტანიძემ წარმატებები უსურვა სტუდენტებს და მომავალში მათ დასაქმებაზე მზადყოვნა გამოთქვა. ამ ეტაპზე 6 დევნილი სტუდენტის სწავლა დაფინანსდება. 2 მათგანი შიდა ქართლიდან, 4 კი აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)