16:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 11:11:01, 945 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის წევრებს შორის შესაძლო დაპირისპირებას უარყოფენ

გორის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი ბადრი  ბასიშვილი პარტიის წევრებს შორის უთანხმოებას უარყოფს.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის"  გორის ოფისში მინებია ჩამსხვრეული, რაც, სავარაუდოდ, პარტიის წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

როგორც ბასიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, პარტიის წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არაა.

მისივე განმარტებით, რამოდენიმე თვის წინ, "ქართული ოცნების"  აქტივისტებმა ოფისს საღებავები შეასხეს, მინები ჩაამსხვრიეს და ახლა სწორედ ამ მინებს ცვლიდნენ:

"ეს არის "ქართული ოცნებისა" და სუს-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.  რამოდენიმე თვის წინ,  "ქართული ოცნების" აქტივისტები ჩვენს ოფისში მოვარდნენ, საღებავები შეასხეს, რამოდენიმე მინაც იყო ჩამსხვერეული.სავარაუდოდ, ამ მინების გამოცვლას უკავშირდებოდა გუშინდელი დღე და არანაირ ექსცესებს  ადგილი არ ჰქონია. ჩვენ მაშინ გადავეცით პოლიციას აღნიშნულის შესახებ,  რომ მინები ჩაგვიმსხვრიეს, მაგრამ  არანაირი რეაგირება არ ყოფილა.  არც მინები ჩაგვსვეს, არც არავინ მისცეს პასუხისგებაში. წინასაარჩევნო პერიოდია და ფასადის შეღებვაც გვინდა და მინების გამოცვლაც. ისეთი კარგი ჰარმონიაა, ჩვენ ვაპირებთ გამაჯრვებას. არანარი დაპირისპირება პარტიის წევრებს შორის არ მომხდარა",-განუცხადა "ექსპრესნიუსს"  ბადრი ბასიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics