|
2015-03-08 11:25:25, 5163 ნახვა
კულტურა
12 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში 2015 წლის „კონკია“ გამოვა
12 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში 2015 წლის „კონკია“ გამოვა. ცნობილი ზღაპრის „კონკია“ ანუ “Cinderella” –ს ეკრანიზაცია არა ერთხელ მომხდარა და თითოეული მათგანი ზღაპრის ახლებურ ვერსიას წარმოადგენს. ცნობილია, რომ ზღაპრის ყველაზე ძველი ვერსია აღმოჩენილია ეგვიპტური პაპურისუს ჩანაწერებში, 7 საუკუნის ჩანაწერების მიხედვით მთავარი პერსონაჟი ბერძენი გოგონა სახელად როდოპისი გახლდათ, რომელიც მეკობრეებს ჩაუვარდა ტყვედ და ეგვიპტეში მონად გაიყიდა. სიუჟეტის მიხედვით გოგონას მეპატრონემ მოოქროვილი სანდალი აჩუქა, რომელიც მისი მდინარეში ბანაობის დროს შევარდენს მოუპარავს და ფარაონისთვის მიუტანია. ფეხსაცმლის სილამაზემ, რაც მისი მფლობელის მშვენიერებაზე მეტყველებდა ფარაონი მოხიბლა და ბრძანა გოგონას პოვნა და როგორც ზღაპარში ეს ისტორიაც ქორწილით დასრულდა. ზღაპრის ჩვენთვის ცნობილი ვერსია ევროპულ ზეპირსიტყვიერ თხზულებას წარმოადგენდა, რომელიც წერილობითი სახით, პირველად 1634 წელს ჩაიწერა იტალიელმა სამხედრომ, რომელიც ზღაპრებს აგროვებდა. ევროპაში გავრცელებული ეს ზღაპარი აღწერდა სარდინიაზე მცხოვრებ გოგონა ზეზოლას ისტორიას, მის ბოროტ დედინაცვალ და ნახევარ-დებს, საოცარ ტრანსფორმაციას და რაღა თქმა უნდა დაკარგულ ფეხსაცმელს.. 1697 წლის ვერსიაში კი ფრანგმა მწერალმა ისტორიას გოგრა, თაგვები, ფერია-ნათლიას პერსონაჟი და ბროლის ფეხსაცმელი შემატა, თუმცა ყველაზე ცნობილი ვერსია ძმებ გრიმებს ეკუთვნით, გამოცემული 1812 წელს. ფილმი, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ საქართველოს კინოთეატრებში, ზღაპრის კლასიკურ ეკრანიზაციას წარმოადგენს. ფილმში მონაწილეობენ ლილი ჯეიმსი (კონკია), ქეით ბალნშეტი (დედინაცვალი), ჰოლიდეი გრეინჯერი და სოფი მაკშერა (ნახევარ-დები), ელენა ბონემ კარტერი (ნათლია), და რიჩარდ მედენი პრინცის როლში, რომელიც შესაძლოა გეცნობათ, როგორც რობ სტარკი HBO-ს “Game of Throne”-დან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელი მსახიობის კიდევ ერთხელ პრინცის როლში ხილვამ , მისი გულშემატკივრები ნამდვილად გააბედნიერა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)