|
2016-08-09 16:01:57, 998 ნახვა
რეგიონი
მთავრობის გადაწყვეტილებით, გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლი გადაეცა
მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას 7-სულიან ოჯახს ზუგდიდის ცენტრში სახლი შეუსყიდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ოთხოზორიების ოჯახს ესტუმრნენ და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს. გიგა ოთხოზორიას ოჯახმა, რომელიც ამ დრომდე ქირით ცხოვრობდა, ზუგდიდის ცენტრში არსებული კერძო სახლი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩია. ახალი სახლში გადასვლისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაფარა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)