22:50 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 14:57:19, 1485 ნახვა

სამართალი
ბეშუმში დოღის დროს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 124–ე მუხლით დაიწყო

ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე,  დოღის დროს ორი მოზარდი დაშავდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შიანაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 124–ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. მათივე თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა თავიდანვე სტაბილური იყო.

ცნობისთვის, შუამთობაზე დოღის დროს დაშავებული ორი მოზარდი პრემიერ-მინისტრმა ვერტმფრენით ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. ვერტმფრენში მყოფი ექიმის თქმით, ბავშვები კარგად არიან.

ინციდენტი დღეს შუამთობის დღესასწაულზე მოხდა. ერთ-ერთი მოზარდი ცხენიდან ჩამოვარდა, შემდეგ კი, ცხენი ახალგაზრდა გოგონას დაეჯახა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics