11:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 17:19:34, 923 ნახვა

პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი: მცხეთის რაიონში გრანდიოზული პროექტები უნდა განვახორციელო

„მცხეთის რაიონში გრანდიოზული პროექტები უნდა განვახორციელო და ათასობით ადამიანი დავასაქმო“-  ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა.

მისი თქმით , მას სურდა რამდენიმე გრანდიოზული პროექტის განხორციელება , თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

„მე მქონდა მცხეთის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი , რომლის განხორციელების საშუალებაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ მომეცა. ასევე, მცხეთის რამდენიმე სოფელში დღესაც დგას წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო მილების მოუწესრიგებლობის პრობლემა, მათ შორის უწყლობის პრობლემაც , რომლის გადაწყვეტასაც ვგეგმავ. მცხეთის რაიონი უნდა იყოს მთელ საქართველოში ყველაზე განვითარებული , რადგან მას ამისთვის ყველა პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია,  ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორც ქალაქ მცხეთაში, ასევე , მცხეთის რაიონის სოფლებში, სადაც ათობით და ათასობით მცხეთელის დასაქმება შეიძლება. მაქვს რამდენიმე დიდი პროექტი, რომელსაც ნებისმიერ მსურველთან ერთად,  სიამოვნებით განვახორციელებ.“ -განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

ცეზარ ჩოჩელი მცხეთის რაიონში საპარლამეტო არჩვნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics