|
2016-08-04 10:45:57, 777 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევა ჩატარდება
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ა. წერეთლის გამზირი N69–სა და კალოუბნის ქუჩის N12–ში. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზის სკრინინგს ექვემდებარებიან 10–დან 18 წლის ჩათვლით, ხოლო ბრტყელტერფიანობის სკრინინგს – 4–დან 15 წლის ჩათვლით პირები. მათივე ინფორმაციით, ქვეპროგრამის შემდეგი მომსახურების – აღდგენითი თერაპიის ჩასატარებლად დაფინანსებას ექვემდებარება სქოლიოზის დიაგნოზისას რენტგენოლოგიურად დადასტურებული ხერხემლის 100-დან 450-ის გადახრის კუთხის მქონე შემთხვევები. კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება: სამკურნალო მასაჟი - არაუმეტეს 15 პროცედურა; სამკურნალო ფიზკულტურა - არაუმეტეს 15 პროცედურა; ფიზიოთერაპია - არაუმეტეს 8 პროცედურა. მომსახურების მოცულობის შესაბამისად, აღდგენითი თერაპიის დაფინანსების ჯამური მოცულობა შეადგენს 244 ლარს. ამასთან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მომსახურება უფინანსდებათ სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს – 70%–ით. ქვეპროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარების შემდეგ, აღდგენითი თერაპიის დაფინანსების მისაღებად გამოკვლეული პირის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სქოლიოზის სკრინინგის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ორთოპედის მიერ თბილისის მერიაში განცხადების რეგისტრაციამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებული იქნება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგი ხერხემლის გადახრის კუთხესთან დაკავშირებით და აღდგენითი თერაპიის საჭირო კურსის მოცულობა. განცხადების შესწავლის შემდეგ, ქვეპროგრამის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებისა და სრული დოკუმენტაციის შემთხვევაში, საქალაქო სამსახური დაფინანსების თანხმობის წერილს გასცემს, რომლითაც ბენეფიციარი მერიაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22. (NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)