|
2016-08-03 14:11:55, 1476 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: პაპუაშვილის განცხადებები იმ სცენარში ჯდებოდა, რაც სააკაშვილის მიერ არის დაწერილი
„განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდებოდა იმ სცენარში, რაც არის სააკაშვილის მიერ დაწერილი“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სუბარი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს არჩევნებამდე საზოგადოებაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს. „იცის, რომ არჩევნებს აგებს და არასაარჩევნო რაღაც გზებს ეძებს, მაგრამ ყველა მცდელობა ჩაუვარდა წყალში, ეს მორიგი „კარტიც“ აღმოჩნდა ბლეფი, ვერაფერი ვერ გააწყო. ძალიან ცუდია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სამართლოს დისკრედიტაცია და ეს გააკეთა პირველ რიგში მისმა თავჯმდომარემ, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ადამიანები ინსტიტუციების ბედს ვერ განსაზღვრავენ დიდი ხნით. საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარანტი და იქნება კიდეც, როგორც კი იქედან პოლიტიკური მოთამაშეები გავლენ. დღეს იქ სამწუხაროდ პოლიტიკური მოთამაშეები საკმაოდ ბევრნი არიან“, -აღნიშნა სოზარ სუბარმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)