|
2016-08-03 13:28:29, 1505 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო ქორწინებაზე: რეფერნდუმი თანხებთან არის დაკავშირებული და ცხად საკითხზე თანხების ხარჯვა სწორი არ მგონია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქორწინების საკითხი ძალიან ცხადია და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხს რეფერენდუმი არ სჭირდება. სერგეენკო ასევე გამოეხმაურა ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიმართვას პრეზიდენტისადმი. „რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, დაკანონებული ერთობა. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს ამის შესახებ, ვფიქრობ, ეს იმდენად ცხადი რამ არის, რომ ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. თუმცა არსებობს კანონი, როცა რაღაც ხელმოწერის რაოდენობაზე მეტი ხელმოწერა შეგროვდება, ამას შემდეგ სჭირდება პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ჩემი აზრით, რეფერენდუმი ყოველთვის თნხებთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს თავისთავად ცხად საკითხზე, თანხის ხარჯვა არ მგონია სწორი იყოს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)