19:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 09:41:52, 671 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს კახეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს თანამშრომლება, აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს. 

შსს-ს ცნობით, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკი“-ს დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

უწყების ინფორმაციით, სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics