|
2016-08-02 19:48:12, 1415 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: თავდაცვის ახალ მინისტრთან ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა მექნება
თავდაცვის ახალ მინისტრთან ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა მექნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. „როდესაც თავდაცვის მინისტრი ჩვენ გვყავდა სამხედრო პირი, მაშინ მე და ჩვენი პარტია, რესპუბლიკელები, გამოვდიოდით იმ ინიციატივით, რომ გადავსულიყავით იმ სისტემაზე, როდესაც თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები - პოლიტიკოსები. ეს არის, ჩემი აზრით, ის ევროპული მოდელი, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ და მე ამის თაობაზე მქონდა ჩემი პოზიცია. ლევან იზორია არის თავდაცვის მინისტრი, მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე - უშიშროების საბჭოს წევრი. მე ვარ თავდაცვის, ჯარის და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ისეთივე მომხრე და მონდომებული, როგორიც ვიყავი გუშინ და გუშინწინ. ამიტომ მე მინისტრთან მექნება ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)