|
2016-08-02 19:17:07, 1286 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ ხმალაძე: ქორწინების განსაზღვრაზე რეფერენდუმის ჩატარება არაკონსტიტუციურია
რეფერენდუმის ჩატარება ისეთ თემაზე, რომელიც კონსტიტუციაში ნორმად უნდა აისახოს, მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. „კანონით ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კონსტიტუციაში ეს საკითხი ასე ცალსახად არ წერია. როდესაც ეს ნორმა კონსტიტუციაში იწერებოდა, სწორედ ეს იგულისხმებოდა და მაშინ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი აქტუალური არ იყო. თავის დროზე მეც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერა აუცილებელი არ არის. რეფერენდუმის ჩატარება ისეთ თემაზე, რომელიც კონსტიტუციაში ნორმად უნდა აისახოს, მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია. თუმცა, არიან იურისტები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. კონსტიტუცია თავად განსაზღვრას მასში ცვლილების შეტანის წესს და ეს რეფერენდუმს არ მოიცავს. რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას პირადაპირი მოქმედების ძალა აქვს და ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ კანონმდებლობაში სათანადო ცვლილება უნდა შეიტანოს. თუმცა, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მინიმუმ 2 თვე ჭირდება. შესაბამისად, ეს ცვლილება კონსტიტუციაში ვერ შევა, მაგრამ რეფერენდუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, გამოვა, რომ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილება შევიდა, რომელსაც კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. არ შეიძლება რეფერენდუმზე ისეთი საკითხის გატანა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ითხოვს“, - აცხადებს ხმალაძე.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)