00:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 11:35:00, 574 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის 10 წლიანი საქმიანობა შეაჯამა

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილეები, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და კომპანია BP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ, დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. სიტყვით გამოსვლისას მან სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზეც ისაუბრა, რაც მომავალში აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას გულისხმობს. „ახალ პროექტში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წარმატებაა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სტრატეგიული მილსადენების დეპარტმენტის თითოეულ თანამშრომელს. მათ ძალიან რთულ კლიმატურ და რელიეფურ პირობებში უწევთ თავიანთი საქმიანობის შესრულება. სწორედ მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი სანდო სტრატეგიული სატრანზიტო პარტნიორია“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეპარტამენტის 10 წლიანი საქმიანობის, ასევე, დაგეგმილი პროექტების ამსახველი პრეზენტაცია და ვიდეორგოლი წარუდგინეს.

მერაბ მალანიამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი მედლებით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics