07:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 18:29:29, 633 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი იზორიას დანიშვნაზე: ვფიქრობ, პრემიერი დღეს მთავარ შეცდომას უშვებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი  მის შეცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას დანიშვნას გამოეხმაურა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ძალიან ცუდი გზავნილია დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ თავდაცვის მინისტრად უსაფრთხოების სამსახურის  უფროსის მოადგილე  დაინიშნა.

„მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერმინისტრი. თავდაცვის სამინსიტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყება. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი უფრო ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო, მაგალითად. ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება, მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“ - განაცხადა  ხიდაშელმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics