|
2016-08-01 15:28:20, 1270 ნახვა
ეკონომიკა
EUGMP ექსპერტებმა "ჯი-ემ-პი“-ს თანამშრომლებს „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ სპეციფიური საკითხები გააცნეს
ფარმაცევტულმა კომპანია „ჯი-ემ-პი“ ერთადერთი საწარმოა ამიერკავკასიაში, რომელიც წამლის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს ფარმაცევტული წარმოების სტანდარტის „GMP”-ს მიხედვით ახორციელებს. თანამშრომლები მუდმივად გადიან სწავლებას სტანდარტთან დაკავშირებული სიახლეების დანერგვის მიზნით. ამჯერად, EUGMP ექსპერტებმა - ევროპის შესაბამისობის აკადემიის ექსპერტმა კრისტოფერ ბერჯესმა და ევროპის QP ასოციაციის და ECA დამფუძნებელმა რიჩარდ ბონერმა ქართული ფარმაცევტული საწარმოს კომპანიის თანამშრომლებს „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ გარკვეული სპეციფიური საკითხები გააცნეს. „თანამშრომელთა მუდმივი განვითარება არა მხოლოდ ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, არამედ იმისათვის, რომ წარმოებული პროდუქცია სათანადო სტანდარტებს შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოების ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განათლება-განვითარებასა და სტანდარტთან დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციები გააცნოს“, - განაცხადა ევროპის QP ასოციაციის და ECA დამფუძნებელმა ბატონმა რიჩარდ ბონერმა. ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)