13:50 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 10:11:36, 1331 ნახვა

სამართალი
შოთაძე: ვიძიებთ, ჰქონდა თუ არა ადგილი არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას პრეზიდენტის სიძის მიმართ

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას”, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პრეზიდენტის ოჯახის წევრზე შესაძლო ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით, „იმედის დროში” განაცხადა.

„ამ ეტაპზე დაკითხულნი არიან მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები, რომელთა მიმართაც საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ჩვენთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს რეალურად ქონდა თუ არა ადგილი გარკვეული არასამართლებრივი მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ანუ, ხომ არ ემსახურებოდა საგამოძიებო მოქმედებები თანამდებობის პირებზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის მცდელობას. გარდა ამისა მოწმდება ხომ არ ქონდა ვინმეს მხრიდან ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას “, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა 25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
გეგელია - მთავრობის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics