|
2016-07-29 15:08:57, 1327 ნახვა
ეკონომიკა
“ვითიბი ბანკის” აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა
2016 წლის ექვსი თვის შედეგებით ვითიბი ბანკის აქტივების ზრდამ 10.7% შეადგინა. წლის პირველ ნახევარში ბანკის წმინდა მოგება 8.9 მილიონით განისაზღვრა; მთლიანი საკრედიტო პორტფელი 11.6%–ით გაიზარდა და 867 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 10.2% და მოცულობამ 739 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მხოლოდ ივნისის თვეში ვითიბი ბანკის აქტივები 22.9%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ბანკმა სიდიდით მე-7 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ამავე პერიოდში სესხების 9%-იანი, ხოლო კლიენტების სახსრების 13.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა . პირველი და მეორე კვარტლის შედეგებით უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 1,5% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 12.8%. 2016 წლის პირველ ნახევარში ყველა ძირითად ფინანსურ მაჩვენებელში ვითიბი ბანკის ზრდის ტემპი აღემატებოდა მთლიანი საბანკო სექტორის ზრდის ტემპს. შესაბამისად, ბანკის ბაზრის წილი 4.3%-დან 5.3%-მდე გაიზარდა.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)