18:49 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:25:07, 966 ნახვა

რეგიონი
„გვამუშავებენ როგორც მონებს“ - ბათუმში „მეტრო სითის“ 500-მდე მუშა გაიფიცა

ბათუმის ბულვარში, სამშენებლო კომპანია „მეტრო სითის“ 500-მდე მუშა საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“  აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავთო აბრამიშვილმა განუცხადა, კომპანიაში მუშახელის უფლებები ირღვევა და მათ გაუსაძლის პირობებში ამუშავებენ.

კომპანიის მუშები  დასვენების დღის გამოყოფას და  სამუშაო საათებში მათთვის ნორმალური საკვები-პროდუქტების მიწოდებას ითხოვენ.

„ სიტუაცია შემდეგნაირია.  ირღვევა  ჩვენი,  მუშა ხელის უფლებები. ნორმალურ საკვებს არ გვაჭმევენ. დღეს გვითხრეს, რომ ვინც 8:00 საათზე შემოვა ობიექტზე, ყველას გაათავისუფლებენ სამსახურიდან. მსგავსი პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ჩვენ საერთოდ არ გვაქვს დასვენების დღე. არ გვაქვს იმის უფლება, რომ თუნდაც ერთი დღე დავისვენოთ. ვითხოვთ, რომ ჩვენი სამუშო დღე დაიწყოს დილის 9:00 საათზე და დამთავრდეს 18:00 საათზე, კვირა დღეს რომ დავისვენოთ   და ნორმალური საკვები მოგვაწოდონ. რას გვაჭმევენ ღმერთმა იცის. ყველა ცუდად ვართ, ზოგი იწამლება, ზოგი საერთოდ ვეღარ ჭამს საჭმელს და ვართ ასეთ გაუსაძლის პირობებში. გვამუშავებენ როგორც მონებს. დაახლოებით 500- მდე ადამიანი ვართ გაფიცული და სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ  გაითვალისწინებენ არ დავიშლებით“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორმა.

„ექსპრესნიუსი“ „მეტრო სითისთან“ დაკავშირებას ცდილობს, თუმცა კომპანიაში სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics