22:45 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:15:54, 685 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: არიან თაღლითი ადამიანები, რომლებიც გამორჩენას ცდილობენ, თუმცა ეს არავის შერჩება

„არიან  თაღლითი ადამიანები, რომლებიც გამორჩენას ცდილობენ, თუმცა ეს არავის არ შერჩება“,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიაში 25 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს,  შესაბამისად, რამდენიმე, ვისაც ხელი წაუცდა და კანონი დაარღვია, რეაგირება მოჰყვა სამართალდამცავების მხრიდან.  

„დასჯის გარეშე არავინ დარჩება. არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამორჩენას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არავის შერჩება. ჩვენ შიდა აუდიტის მეშვეობითაც გვაქვს შემთხვევები, ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს, და ეს არის იმ ეფექტიანი მუშაობის შედეგი, რომელსაც ყველა შემთხვევაში მოჰყვება გამოვლენა", - აღნიშნა  ნარმანიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე  დააკავა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics