06:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 13:37:06, 745 ნახვა

პოლიტიკა
რუსუდან კერვალიშვილსა და „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილსა და ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის დაზარალებულ მენაშენეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც კერვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, არც ერთი დაზარალებული ამ დრომდე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლების დაკავებას არ მოითხოვდა.

აღნიშნულმა ფაქტმა დაზარალებულების გაღიზიანება გამოიწვია.  მათ კერვალიშვილი სიცრუეში დაადანაშაულეს.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტის" საქმეზე ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის ეპიზოდზე სასამართლოს არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდების 10 მოწმე  დაიკითხება.

საქმეზე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას თანხების მითვისება და თაღლოთობა ედებათ ბრალად. სამივე მათგანს გირაო აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილი ბათუმის "მაგნოლიას" ეპიზოდზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics