|
2015-03-06 13:41:54, 1106 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის გამოძიებას სთხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ო.გ.–ს მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული. „მსჯავრდებულის განმარტებით, 2015 წლის 18 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორებმა და უსაფრთხოების ოფიცრებმა ჩაიყვანეს ადმინისტრაციული კორპუსის საკარანტინო განყოფილებაში, სადაც გააშიშვლეს და გაჩხრიკეს, შემდეგ შეიყვანეს დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ შეამოწმეს, რის შემდეგაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების თანამშრომელებმა მას მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე ანთებული სიგარეტით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და თან დასცინოდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მსჯავრდებულის N8 დაწესებულებაში მონახულებისას ო. გ–ს ორივე მხრის სარტყლის წინა ზედაპირებზე ოვალური ფორმის დაზიანების კვალი აღენიშნებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ო.გ.-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; და ასევე, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)