12:29 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 15:36:24, 1214 ნახვა

სამართალი
შსს-ს წარმომადგელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში - „არჩევნები და უსაფრთხოება“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ ორდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ნერმან ნისიჩმა გახსნეს. 
მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ტრენინგი „არჩევნები და უსაფრთხოება“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით (IFES)   და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელა.
ტრენინგის მონაწილეებმა, არჩევნების ჭრილში კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

სწავლება (IFES)-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორმა ვასუ მოჰანიმ ჩაატარა, რომელიც, 2001 წლიდან დღემდე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობს და საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი ექსპერტია.

ტრენინგში მონაწილე შსს-ს წარმომადგენლები სწავლებაზე მიღებულ ცოდნას თავიანთ თანამშრომლებს გაუზიარებენ, რათა მომავალი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება უზრუნველყონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics