|
2016-07-28 14:09:19, 1310 ნახვა
სამართალი
მოსამართლე: პროკურატურაში კონკრეტული მოსამართლის გვარს დავასახელებ
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ერემაძემ აღნიშნა, გამოძიებას კონკრეტული მოსამართლის გვარს დაუსახელებს. „ხაზგასმით მინა ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან არც ერთი არ შემეხებოდა პერსონალურად მე, თუმცა იმავდროულად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა, პირველად გავიგე ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, ან სასამართლოში ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა. ნამდვილად სასამართლოში რამდენჯერმე, მათ შორის მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. მათ შორის ვიდრე ბატონი გიორგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე დღით პლენუმის ფორმატში თითქმის ყველა მოსამართლე ალბათ ერთის გამოკლებით, ჩვენ დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხებს ვიხილავდით და ბატონი გიორგი იყო რა შეწუხებული ერთ-ერთ მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მან მოსამართლეები ჩაგვაყენა საქმის კურსში. მე ვერ ვისაუბრებ იმ მოსამართლის სახელით, რომელთანაც ეს ინფორმაცია დაკავშირებულია. თუ კი მოსამართლეებთან ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა აღწევს სიმწვავის იმ დონეს, როდესაც მოსამართლეს დაფიქრება უწევს მიიღოს თუ არა ობიექტური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით ეს ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიეწოდოს. მჯერა, რომ ასეთი ტიპის გამოწვევებზე ყველაზე სწორი პასუხი არის პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება. მე კონკრეტულ გვარს დავასახელებ პროკურატურაში“, - განაცხადა ქეთევან ერემაძემ. საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ელოდებიან. უწყება გამოკითხვასთან დაკავშირები პლენუმის ყველა წევრს ჩაბარდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)