20:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 20:47:28, 1174 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტის სიძემ პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძემ, მინდია გოგოჭურმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა.

გოგოჭურის გამოკითხვა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა

როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, მინდია გოგოჭურის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევას, რადგან მიდმინარე წლის 28 ივნისს მას სამართალდამცველების მიერ მიმოსვლის თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული.

„ეს ყველაფერი უხეში დარღვევებით არის ჩატარებული. თავის მხრივ, ეს იძლევა ეჭვის საფუძველს,  რომ ეს ყველაფერი გარკვეულ მიზანს ემსახურება. დამკავებელი პირებისთვის კარგად იყო  ცნობილი მინდია გოგოჭურის პრეზიდენტთან ნათესაური კავშირის შესახებ . მათ ეს არც დაუმალავთ . იყო საკმაოდ აგდებული დამოკიდებულბა, როდესაც მან მოითხოვა ადვოკატი, თავი ევროპაში ხომ არ გგონიაო. როგორც მითხრეს, გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამართალდამცავების მიერ“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მინდია გოგოჭურს გამოკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics