|
2016-07-27 16:51:14, 4735 ნახვა
კულტურა
Check in Georgia-ს ფარგლებში „ფოლკლორის დღეები“ გრძელდება
Check in Georgia-ს ფარგლებში ზღვისპირა ქალაქი „ფოლკლორის დღეებს“ მასპინძლობს. ბათუმის ბულვარში, 27 ივლისს, 19:00 საათზე კოლონადებთან მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" წარსდგება. ანსამბლის ძირითად რეპერტუარში თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და ხალხური სიმღერებია. „რუსთავის“ მიერ გამართულ საღამოს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც დაესწრებიან. კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება. „უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. Check in Georgia-ს ფარგლებში ანსამბლი „რუსთავი“ სოლოკონცერტს გამართავს. წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერები და ცეკვები, ჩვენი სურვილია კიდევ ერთხელ ამ ლამაზ ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს ვაჩვენოთ ქართული ხალხური შემოქმედება,“ - მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო, მუნიციპალური და თბილისის ანსამბლები, რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები“ ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ „ფოლკლორის დღეები" "ჰითბათუმი 2016"-ის პროექტია, რომელიც წელს Check in Georgia-ს ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა. "ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან, ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი "ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ Check in Georgia-ს ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, “ფოლკლორის დღეებს“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ. „ფოლკლორის დღეებზე“ ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი",ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი“ და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ. “საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2016“ როგორც შარშან, წელსაც სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმა „ერისიონმა“ გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას 73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი"დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 4000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილისა და მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ხედვაა ანსამბლმა შეინარჩუნოს ეთნოგრაფიული გუნდის ფორმა და სტრუქტურა, ამავე დროს გადალახოს კუთხური კარჩაკეტილობა. ამ ხედვის შედეგია, რომ ანსამბლი საფუძვლიანად დაეუფლა მრავალდიალექტიანი ქართული მუსიკალური ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის სტილსა თუ ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, რითაც აკადემიური საგუნდო კოლექტივის თვისებები შეიძინა.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი “რუსთავი” დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით. (NS)
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)