|
2016-07-27 13:50:13, 1406 ნახვა
კომენტარი
გია ხუხაშვილი: NDI-ის კვლევა ლოგიკურია, ის რომ ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა, ფაქტია
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოკითხვის დროს მოსახლეობის მიერ დასახელებული მთავარი პრობლემები - სიღარიბე, უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა, უკვე დიდი ხანია არსებობს და ეს საკითხები დღემდე მოუგვარებელია. „NDI-კვლევის ეს ნაწილი, საკმაოდ ლოგიკურია. ის, რომ დღეს ცხოვრების არ გაუმჯობესებულა, ეს ფაქტია. დევალვაციამ და ინფლაციამ ხელისუფლების მოტანილი სიკეთე გადაფარა. რაც შეეხება პრობლემეს, ეს პრობლემები ძალიან დიდი ხანია უკვე არსებობს. ისიც ფაქტია, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკურ ელიტას და არ აქვს გადაწყევტილი ვის მისცეს ხმა, ესეც ფაქტია. ასე, რომ მე კვლევის მა ნაწილთან კითხვები არ გამაჩნია“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ხუხაშვილმა. ცნობისთვის, NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. კითხვაზე - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, ხუთეულში პირველი და მეორე ადგილი „სამუშაო ადგილებსა“ და „სიღარიბეს“ უჭირავს. შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)