12:29 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 09:23:07, 1201 ნახვა

სამართალი
გიორგი პაპუაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს დღეს, მთავარ პროკურატურაში ელოდებიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პაპუაშვილი უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად  13:00 საათზეა დაბარებული.

თუმცა, გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში მისვლას იქამდე არ აპირებს, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება.

„დღემდე ველოდები პრემიერთან შეხვედრას და იმედია,  ეს შეხვედრა შედგება. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ კითხვითი ნიშნები არ გაჩნდეს გამოძიებასთან, რომელთან უნდობლობის დიდი საფუძველი გვაქვს ბოლო თვეების განმავლობაში. ამის ნაცვლად პროკურატურამ შტურმით აიღო მოსამართლეების სახლები და სამუშაო ადგილები,ზოგს ერთი საათით ადრე იბარებდნენ, გამოცხადებულიყვნენ დაკითხვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღიძვრით ემუქრებოდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ  საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

პროკურატურამ პაპუაშვილის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება ასევე დაწყებულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics