23:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 01:04:30, 714 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას,-პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება" რეალურად ერთადერთი ძალაა, რომელსაც  ქვეყანაში არსებული  პრობლემების მოგვარება შეუძლია.

„ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით. ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინეთ ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას",-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით,  უამრავი რეფორმა, პროექტი განხორციელდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ბევრი პრობლემაა.

„ ვფიქრობ, პარტია „ქართული ოცნება" რეალურად არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენი გამარჯვება- ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანა",-აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:  გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics