|
2016-07-21 11:09:25, 1145 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში „თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა
ბათუმში, კერძოდ აეროპორტის გზატკეცილი 263-ბ-ში (საბაჟო ტერმინალთან), მომხმარებელს საშუალება ექნება „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვისს ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალ კვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ეს ყველაფერი „თეგეტა მოტორსმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა. ახალი სერვისს ცენტრის განახლების პროექტში 350 000 ლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო და 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, ცენტი განთავსებულია 4000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სხვა ავტო ტექნიკას. სერვისს ცენტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მას შეუძლია დღის განმავლობაში 100-მდე მსუბუქი და 30-მდე სატვირთო ავტომობილს მოემსახუროს, ასევე სერვისს გააჩნია დაცული ავტო სადგომი 50 ავტომობილზე. განახლებულ ბათუმის ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. სიტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავის და ხიდების გადაცემათა კოლოფში, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში მომხმარებლები „ტაქსი ფრის” სისტემით ისარგებლებენ. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. თეგეტა მოტორსი არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა მოტორსი“ 18 ფილიალითაა წარმოდგენილი, შესაბამისად „თეგეტა მოტორსის“ სერვისს ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც თბილისში ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში.
(R)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)