22:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 16:15:54, 672 ნახვა

პოლიტიკა
გიულენის ექსტრადირებაზე უარის შემთხვევაში, თურქეთი აშშ-სთან „მეგობრობის საკითხს გადახედავს“

ოფიციალური თურქეთის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებულ სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს თურქეთს არ გადასცემს, ეს უკანასკნელი აშშ-სთან "მეგობრობის საკითხს გადახედავს", - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ბოლო მონაცემების თანახმად, 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 20 ათასამდე მოქალაქე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, სამხედროები და რიგითი მოქალაქეები დააპატიმრეს, ან დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თურქეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების 1500 თანამშრომელს შეუჩერეს უფლებამოსილება, 30 გუბერნატორი და ხელისუფლების მაღალი რანგის 50 წარმომადგენელი კი სამსახურიდან გაუშვეს.

პრემიერ მინისტრის, ბინალი ილდიმირის ცნობით კი, ჯამში 7543 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 6038 სამხედრო პირია.

შეგახსენებთ, რომ ამბოხებას 290-ზე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 200-მდე ადამიანი რიგითი მოქალაქე, პოლიციელი ან სამხედრო პირია. ამბოხების შედეგად, 1400-მდე ადამიანია დაშავებული.

თურქეთის პრეზიდენტმა, რომელმაც მომხდარში აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი, ფეტულა გიულენი დაადანაშაულა, ამბოხების ჩახშობის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯის აღდგენა განიხილოს, რასაც მსოფლიო ლიდერებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics