22:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 11:36:53, 672 ნახვა

პოლიტიკა
ინტერნეტში პაველ შერემეტის ავტომობილის აფეთქების ამსახველი ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობის ვიდეო გავრცელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება კიევში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მოხდა.

მთავარი პროკურორის განცხადებით, ჟურნალისტის ავტომანქანა დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილი გამთენიისას, მას შემდეგ აფეთქდა, რაც ჟურნალისტი სახლიდან გამოვიდა და მანქანით, რამდენიმე მეტრი გაიარა.

ავტომობილი "უკრაინსკაია პრავდას" მმართველს, ალიონა პრიტულას ეკეთვნოდა. ის ავტომობილში არ იჯდა. შემთხვევის ადგილას, ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები.

ცნობისთვის, შერემეტი 1971 წლის 28 ნოემბერს მინსკში დაიბადა. მუშაობდა ORT-ზე, მიჰყავდა ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა "ვრემია".

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შერემეტი კიევში ცხოვრობდა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics