18:38 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 10:29:38, 1105 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ამბროლაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  ამბროლაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა ქალაქ ამბროლაურში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ამბროლაურის სამმართველოს განახლებული შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, შეკეთდა სასწავლო კოშკურა.

გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად, სამმართველოს გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა.

განახლებულ შენობაში 29 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი მუშაობს.

შს მინისტრმა 4 მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

შს სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2015 წლიდან დღემდე, განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 12 შენობა, აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე, 3 ახალი შენობის აშენება და 4 ძველი ნაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics