18:39 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 23:18:20, 1096 ნახვა

სამართალი
მარგველაშვილი: ვინც მერაბიშვილის უფლებები დაარღვია, უნდა იქნენ დასჯილნი

"ვინც ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები დაარღვიეს, უნდა იქნენ გამოძიებულნი და დასჯილნი" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

​მარგველაშვილის თქმით, გადაწყვტილებაში წერია, რომ მერაბიშვილის უფლებები სახელმწიფომ დაარღვია, მაგრამ მისი პატიმრობაში ყოფნა არის თუ არა პოლიტიკური განზრახულობა, ეს სტრასბურგს არ უწერია.

"ნებისმიერ ბრალდებულ ადამიანს აქვს თავისი უფლებები და ის უფლებები ისევე უნდა დაიცვას სახელმწიფომ, განსაკუთრებით როდესაც ეს ადამიანი დაპატიმრებულია, როგორც იცავს ნებისმიერი კანონმორჩილი ადამიანის უფლებებს. ვანო მერაბიშვილის ბრალდებულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული, მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია.

"ის ადამიანები, ვინც შელახეს მერაბიშვილის უფლებები და ვინც ამის კვალობაზე საქართველოს ინტერესები შელახა, ქართული სახელმწიფო დააყენა სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, უნდა იქნენ დასჯილნი. უნდა ჩატარდეს გამოძიება, რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებაში და უნდა ჩატარდეს გამოძიება, რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება," - განაცხადა მარგველაშვილმა. 

რაც შეეხება იმას, როგორია პრეზიდენტის მოლოდინი, იქნება თუ არა ეს საქმე გამოძიებული, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. რომ "ადრე თუ გვიან იქნება გამოძიებული".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics