22:49 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 16:57:37, 1142 ნახვა

ეკონომიკა
ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობა 73, 35 %-ით გაიზარდა

აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 73,35-იანი ზრდა დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,  2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი), ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა.

"ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. მათი უმრავლესობა ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და ეკოტურიზმით ინტერესდება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა  ტურების შეძენაც შეუძლიათ.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს განახლებული რუკები, გზამკვლევები და სერვისები შესთავაზა. მათ შორისაა მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული მარშრუტები - მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი, ასევე ქედა-შუახევის ღვინისა და გასტრონომიული მარშრუტები. შემდეგი კვირიდან კი სააგენტოს ყველა საინფორმაციო ცენტრებში შესაძლებელი იქნება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა. ეს იქნება მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი თუ ქედაში დამზადებული ჯემები, მურაბები და ფელამუში.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics