20:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 18:23:53, 737 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრთან სამუშაო ლანჩზე საუბარი  შეეხო  საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს, ტრანსკასპიური გაზსადენისა და აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის გაძლიერებას. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან ეს მოიცავს ბიზნესკომპონენტს, გამომდინარე, იქიდან, რომ  შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც სლოვენიაში ძალიან წარმატებულნი არიან და უკვე თანამშრომლობენ საქართველოს ბიზნესკომპანიებთან.

,,რაც შეეხება სამთავრობო შეთანხმებებს, მოგეხსენებათ, რომ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ თანამშრომლობას.

ის თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო გაღრმავდება, უფრო პერსპექტიული გახდება, რაც თავის თავში მოიცავს ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო განვითარებას, ფარმაცევტული ბაზრის გაზრდას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით  თანამშრომლობას.  ამასთან მიმართებაში მომავალში ვგეგმავთ უფრო აქტიურ შეხვედრებს, რადგან სლოვენიის დელეგაცია უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს;

დაიგეგმება ეს შეხვედრები და უფრო პრაქტიკული ხასიათის შედეგები გვექნება მომავალში", - აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics