|
2016-07-18 15:34:35, 1046 ნახვა
ეკონომიკა
იან კელი: ეს მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას
შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე ისაუბრა. ელჩმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გახსნა. ,,ბევრ დამსაქმებელს, რომელიც დღეს შეიკრიბა, შეიძლება არ გააჩნდეს პრობლემები მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისას, თუმცა საშუალო დონის კადრების მოზიდვა არის რთული. სწორედ ტექნიკური სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით არის გარკვეული სირთულეები. არათანაბარი განვითარება, პროფესიული განათლება, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქალბატონების ჩართულობაც ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში... დღეს ჩვენ სწორედ ორგანიზებას ვუკეთებთ ერთ-ერთ კონფერენციას, ტრენინგს სადაც ამ თემებზე მიდის მსჯელობა. საქართველოს მთავრობამ, სიამოვნებით ვიძახი, დიდი პროგრესი განიცადა სწორედ ამ მიმართულებით. არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა პროფესიული განათლების განვითარების. დღეს ვისაუბრებთ როგორ გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებელი, განვავითაროთ უნარ-ჩვევები, რათა დავასაქმოთ მეტი ხალხი. კერძო პროგრამებიც ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს ყველაფერი მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევრო -ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოშ იან კელიმ. შეგახსენებთ სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი, ყოველწლიური, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: ,,პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)