|
2016-07-18 14:51:32, 1042 ნახვა
რეგიონი
ახმეტის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახმეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო. პროექტის ფარგლებში, მოხდება არსებული რეზერვუარის, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, ახალი საქლორატორო სადგურის მშენებლობა. ამორტიზირებული ქსელის გამო ახმეტის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, 7000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამშენებლო სამუშაოებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროკავშირმა 8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
(NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)