13:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-17 10:34:56, 805 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა 1-ლი სამმართველოს ბაზაზე, 1991 წლიდან დღემდე საქართველოს ერთიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი გაიხსნა.

ცერემონიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, მისი მოადგილეები, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღნიშნული სამხედრო ნაწილიდან გმირულად დაიღუპა 33 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 6 თანამშრომელი.

სამშობლოსათვის თავგანწირვისა და თავდადებისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა თბილისის სამმართველოს და მე-3 სამმართველოს ბაზებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics