19:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 23:18:40, 692 ნახვა

პოლიტიკა
„თუ ზურაბ პატარაძე დამტკიცდება, ეს იქნება პრეზიდენტის, მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება“

"თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დამტკიცდება, ეს იქნება პრეზიდენტის, მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "აჭარის ტელევიზიასთან" ინტერვიუში განაცხადა.

​ჟურნალისტის კითხვაზე - პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით ვისი რჩეულია ზურაბ პატარაძე - საქართველოს მთავრობის თუ პრეზიდენტის, ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ასეთ თანამდებობაზე კონსტიტუციურად არ არის უზრუნველყოფილი რომელიმე ერთი მხარის პოლიტიკური გემოვნება.

”როდესაც მე წარვადგენ მაგალითად, მოსამართლის კანდიდატურას, იქ ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის კონსულტაციების შედეგად, ან მე მარტო გადავწყვიტე, ან ჩემმა გუნდმა გადაწყვიტა. ეს არის პოლიტიკური გემოვნება. აქ პოლიტიკური გემოვნება ასე ცალკე ვერ ფიქსირდება. არა იმიტომ, რომ ვინმეს უნდა, ან არ უნდა, იმიტომ, რომ კონსტიტუცია ამბობს ასე. როგორ გითხრათ, რომ მარტო ჩემია ან მარტო მთავრობისაა - კონსტიტუციის დარღვევა იქნება ასე რომ გიპასუხოთ. როგორც კონსტიტუციაში წერია, როდესაც იყო წარდგენილი ზურაბ პატარაძე, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გემოვნება. იმის შემდეგ, რაც ბატონი ზურაბ პატარაძე დამტკიცდება, ეს იქნება პრეზიდენტის, მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება”, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. ამის პარალელურად, ქვეყნის პირველმა პირმა პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ კანდიდატურას მხარს დაუჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics