17:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 10:50:18, 709 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“: ავთანდილ მარგიანი საგურამოში ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა

საგურამოში გამართულ ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ შორის,  ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა ავთანდილ მარგიანიც.

„გუშინ, საგურამოში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა. პოლიტიკოსებთან ერთად, პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან.

აღსანიშნავია, რომ   "ქართული ოცნების" და მისი განახლებული შემადგენლობისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ.

მათ შორის,   ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა ბატონი ავთანდილ მარგიანი.

მის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც ცხადია არ შეესაბამება რეალობას და ის ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის "ქართულ ოცნებასთან", როგორც ჩანს ბატონი ავთანდილის განცხადება, უბრალოდ მის სპეციფიურ იუმორთან იყო დაკავშირებული“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics