17:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 14:53:00, 759 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე: უახლოეს მომავალში გაიგებთ, ვიქნები თუ არა "ოცნების" საპარლამენტო სიაში

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დარწმუნებულია, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის ახალი სახეები ქვეყნის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ, - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს საგურამოში განუცხადა, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" ახალი სახეები წარადგინა.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა თავად "ქართუული ოცნების" საპარლამენტო სიაში და იყრის თუ არა კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად, კალაძე ამბობს, რომ ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის შემადგენლობა და ის თუ ვინ იქნებიან მაჟჴრიტარობის კანდიდატები ამას როცა დრო მოვა, გაიგებთ", - განაცხადა კახი კალაძემ.

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში  თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო  ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

ისინი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics