21:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 10:52:49, 1287 ნახვა

ეკონომიკა
დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალი საწარმო გაიხსნება

70 ადამიანი იმუშავებს მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება.

შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 13 ივლისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

„მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმოს შპს „კონსტრაქტ ვიჟენი“ შექმნის, რისთვისაც  სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 326 000 ლარად გადაეცემა  დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი“  700 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისროში.

მათივე ცნობით, კომპანიამ გამოხატა სურვილი, ახალ საწარმოში დაასაქმოს ასევე 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics