|
2015-03-04 15:09:52, 1330 ნახვა
ეკონომიკა
"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ 2015 წლის 9 მარტიდან დაფუძნდება
თბილისის მთავრობამ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ წესდება დაამტკიცა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება მთავრობის სხდომაზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა წარადგინა. "საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ დღეს იქნა წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლითაც შეთავაზებული იყო "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" დაფუძნება. პროექტი თბილისის მთავრობამ მოიწონა. შესაბამისად, 9 მარტიდან ამოქმედდება მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც მეწარმეებისთვის კონკრეტულ პროექტებს შეიმუშავებს. მისი დაფინანსება მერიის ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთიდან მოხდება და მისი დაფუძნების გამო თანხა არ მოაკლდება პროგრამული ბიუჯეტით გათვალიწინებულ მნიშვნელოვან პროექტს", - განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)